თეგი: ილჰამ ალიევი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა ანკარაში გამართეს. შეხვედრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა  According to APA, the press service of the AR President informed about it. The details of the meeting were not disclosed. Erdoğan and Ilham Aliyev have been in close dialogue in a bid to thaw the Ukrainian crisis. As Turkey assumed a mediator role between the two warring parties thanks to its close ties with both Ukraine and Russia, the Turkish president has been holding several phone conversations with his interlocutors. Erdoğan was also scheduled to talk with U.S. President Joe Biden on late March 10 after Daily News went press. The phone call comes on the day of a tripartite meeting of Russian, Ukrainian and Turkish foreign ministers on the sidelines of the Antalya Diplomacy Forum. Meanwhile, Erdoğan had a telephone conversation with Ursula von der Leyen, the president of the European Commission, on March 9, and they discussed Turkey-EU relations and Russia’s attack on Ukraine. Greek Prime Minister Kyriakos Mitsotakis will be in Istanbul at the weekend and Erdoğan will host him on March 13. Turkey will also host German Chancellor Olaf Scholz on March 14 to discuss bilateral ties and the ongoing Russian invasion of Ukraine.

რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზრბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა, მისი განულება ერთ დღეშია შესაძლებელი

აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა - 7,4 მილიარდი დოლარი, სურვილის შემთხვევაში მისი განულება ერთ დღეში შეიძლება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი უცხოური კომპანიები და ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ აზერბაიჯანის პროექტების მიმართ.  

ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას და ამ კუთხით აშშ-ის ერთგულებას. ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით, მდივანმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააძლიერონ დიპლომატიური ჩართულობა ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მოსაძებნად. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, სხვა პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს მოსკოვისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში.  „აზერბაიჯანის პრეზიდენტს რეგიონული კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ სვლაზე ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს უკრაინის მხარდაჭერისთვის", - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.

ზელენსკი : აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოსთვის საწვავი მიაწოდოს

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აზერბაიჯანი მზადაა საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას საწვავით მომარაგებაში კიდევ დაეხმაროს, რაც საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოს ესაჭიროება. „მოლაპარაკება მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. ვაცნობე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შესახებ. განვიხილეთ მწვანე დერეფნების გადაუდებელი აუცილებლობა. მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მზადყოფნისთვის საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც საგაზაფხულო თესვის კამპანიას ესაჭიროება,"- ნათქვამია ვოლოდომირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. ალიევის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური ვითარებისა და ბრიუსელში 6 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანული მხარის 5 პირობა მიიღო. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი გასულ კვირას ბრიუსელში შეხვდნენ.  26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის სესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებობს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა განიხილა ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ილჰამ ალიევთან ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. „ორი ქვეყნის თანამშრომლობა არის მართლაც სტრატეგიული და აზერბაიჯანი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ილჰამ ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ ამაზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, რომელიც ქალაქ შუშაში 22 აპრილს გაიმართა. "წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 მარტს ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა

ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.   

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია

"ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ. აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ, ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან  

ილჰამ ალიევი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას

აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთთან მიმართებით ღიაა. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. ალიევმა განაცხადა, რომ გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ, ერევანში გაემგზავრება. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ თქვენ ჩამოგიყალიბდებათ სრული წარმოდგენა. მაგრამ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ნათელია. ჩვენ გვსურს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა“,- განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში შეხვდნენ, რათა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. ეს ის საკითხია, რომელმაც ერევანში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სამმხრივ შეხვედრამდე მიშელმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდეტ ილჰამ ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა მიშელს განუცხადა რომ აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა ხუთი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების პროცესი დაჩქარდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს მაგრამ ფაშინიანი შიდა ზეწოლას განიცდის ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს უთმობს აზერბაიჯანს. არეულობა ასევე ემთხვევა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც აიძულა ბევრი ყოფილი საბჭოთა მეზობელი, გადაეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება. 

ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური მნიშვნელობის პროექტებად იქცა. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. „აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსებზე მოთხოვნამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. აზერბაიჯანი, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, ითვალისწინებს ამას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს TAP-ის პოტენციალის გაფართოებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაფართოების შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება და არის გაფართოების პოტენციალიც და პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, დრო არ უნდა დავკარგოთ. არა მარტო TAP-ს, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც და TANAP-საც სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე, ერთმანეთის საზღვრების მიმართ ქვეყნების ურთიერთპატივისცემას მოიცავს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნაზე (საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „მოხარული ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა მთავარია მხარეებმა ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა განახორციელონ. „აზერბაიჯანში უკვე შექმნილია კომისია საზღვრის დელიმიტაციისთვის. სომხეთისგანაც იგივე ნაბიჯს ველით", - განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.  

სალომე ზურაბიშვილი ბაქოში, ილჰამ ალიევს შეხვდა

16 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა, რომლის თემაა „საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოს IX გლობალური ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა,  საუბრისას რეგიონული თანამშრომლობისა და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითები, აღინიშნა ახალი შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივა სატრანზიტო სექტორში.  

დღეს აზერბაიჯანი, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია

  „დღეს აზერბაიჯანი ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია“, -Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 ივნისს აშხაბადში კასპიისპირეთის ქვეყნების მეთაურების VI სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.   „ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად გამოვიყენოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს შესაძლებელს გახდის სატრანსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. კასპიის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა და შარლ მიშელმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია

აზერბაიჯანის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ  ევროპის აზერბაიჯანისგან და პირიქით, აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება, ევროპარლამენტის რიგი წევრების მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს ბაქოში, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს „თქვენ საქმის კურსში ხართ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შესახებ. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი მსჯელობები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობას. ამავდროულად ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აქტიურადაა ჩართული აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. უკვე გაიმართა სამი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული შარლ მიშელი. ეს საკმაოდ პოზიტიური კონტექსტია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიგებთ ევროპარლამენტის ქმედებების“, - განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ალიევმა აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტი“ ზოგჯერ ბევრად უფრო აგრესიულია აზერბაიჯანთან მიმართებით, ვიდრე სომხეთის პარლამენტი“. „ზოგჯერ ჩანს, რომ ამ რეზოლუციებს იღებს სომხეთის პარლამენტი ან შესაძლოა, სომხურ ლობისტურ ჯგუფს აქვს რაიმე გავლენა, თორემ ეს ზოგჯერ ძალიან რთული გასაგებია. როცა ვთქვი, რომ გამიკვირდა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროპასთან და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიშნები ამას აჩვენებს. მაგრამ თუ ევროპარლამენტი ასეთ გზაზე ფიქრობს, მაშინ ეს მათი არჩევანია. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ, მიუხედავად ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მცდელობისა, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის იზოლირება შეუძლებელია“, - აღნიშნა ალიევმა. რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

ენტონი ბლინკენს მთიანი ყარაბაღის საკითხზე, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება იყო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. „დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ, საკითხების მოგვარების მიზნით“, - განაცხადა ბლინკენმა.  ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.  

ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში, ყაზახეთის ლიდერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. სახელმწიფოს მეთაურები მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.  

ილჰამ ალიევი: ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ დონეზე ავა

ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობები ახალ მაღალ დონეზე ავა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება ძალიან წარმატებული და მეგობრული, ძმური ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალ მაღალ დონეზე ავა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტების შედეგები ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ყაზახეთის პრეზიდენტი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.   

ალიევი: შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი გეგმები არსებობს. მისი თქმით, დროულად მიიღეს ზომები როგორც ყაზახეთში, ასევე აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა საუბარია ამ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდაზე, რითაც გაიზრდება სატრანზიტო პოტენციალი. „შესაბამისი ორგანოები უკვე დიდი ხანია, აქტიურად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს და, რა თქმა უნდა, ყაზახეთს და აზერბაიჯანს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტის განხორციელებაში. დიდი პერსპექტივებია ინვესტიციების სფეროშიც. ყაზახეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვთ ძალიან დადებითი საინვესტიციო გარემო და დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიციები. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და მონაწილეობა მივიღოთ ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში აზერბაიჯანში, ყაზახეთში და შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.    

რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება. შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინფორმაციით, ასევე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. ფაშინიანსა და ალიევს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივი სახელმწიფო კომისია ბრიუსელში ნოემბერში შეიკრიბება. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

მარიო დრაგი ილჰამ ალიევს მასპინძლობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის შეხვდა, იუწყება Trend-ი. რომში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა. „იტალიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. იტალია აზერბაიჯანის პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვამ 9,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი, 11 მილიარდი დოლარი იყო. დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის პირველი დღეა იტალიაში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ლიდერებთან მომავალი შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში „რეგიონში ვითარება მშვიდობისკენ მოძრაობს... მე ამის დიდი იმედი მაქვს. იტალიაში ბრიუსელიდან ჩავედი, სადაც ევროპული საბჭოს თავმჯდომარესა  და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სამმხრივი შეხვედრა შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თვის განმავლობაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს განიხილავენ,“, - განაცხადა ალიევმა იტალიურ İl Sole 24 Ore-თან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი, 2020 წელს ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჟღერდა. ალიევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ბევრი იქნება დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ სომხეთის მხარე გამოიჩენს ანალოგიურ ნებას, ვფიქრობ ეს რეალურია. ჩვენ წამოვწიეთ 5 საბაზისო საკითხი, რაზეც უნდა დაშენდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და სომხეთმა ეს საკითხები მიიღო“, - აღნიშნა ალიევმა. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

პუტინმა და ალიევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა  განიხილეს. ამასთან, ხაზი გაუსვეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო კავშირების დამყარების მიზნით კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას. „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 31 აგვისტოს ბრიუსელში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე პრაქტიკული საკითხი, მათ შორის ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ჰუმანიტარული სფერო. ისინი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  

მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებს შეხვდა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეების განცხადებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  „ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცახდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. 

ილჰამ ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ რეგიონს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა

2020 წლის ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შექმნა, მათ შორის სატრანსპორტო სექტორში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამარყანდში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ SCO-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 22-ე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რეგიონული საკომუნიკაციო პროექტების დაწყებაში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთ-სამხრეთი. ალიევმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტი თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს კასპიის აუზში ყველაზე დიდი სამოქალაქო ტვირთის ფლოტი, რომელიც 52 ხომალდს ითვლის. ბაქოს საზღვაო პორტს აქვს გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა წელიწადში, შემდგომი ზრდის პერსპექტივით 25 მილიონ ტონამდე, თქვა ალიევმა. „ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას შეუძლია ყველა ტიპის გემის წარმოება. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 19000 კმ გზა და 1400 კმ რკინიგზა აშენდა ან კაპიტალურად შეკეთდა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რაც სასარგებლოა ამ მარშრუტზე მდებარე ყველა სახელმწიფოსთვის. სამარყანდში,  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.   

ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოს წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მისი თქმით, მხოლოდ ლაჩინის რაიონის ტერიტორიაზე 1 400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული, რომელთა ამოქმედების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა. „ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? არასოდეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ილჰამ ალიევი: ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს

„როდესაც 13 სექტემბერს, ჩვენ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა. იმედი მაქვს, რომ ეს მათ საბოლოოდ ასწავლის გაკვეთილს. რადგან დაინახეს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებდა. ვერავის მოწოდება, განცხადებები და ინიციატივები ვერ შეგვაჩერებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში აზერბაიჯანის დროშიც აღმართვის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და საკუთარ მიწას ვიცავთ. ჩვენი პოზიციები საზღვრის გასწვრივ გვაძლევს შესაძლებლობას, განვჭვრიტოთ სომხების ნებისმიერი პროვოკაცია და მივიღოთ საჭირო ზომები. ჩვენ ხელსაყრელ პოზიციებზე ვართ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ეს პოზიციები გვაძლევს როგორც სამხედრო უპირატესობას, ასევე ვიზუალური კონტროლის შესაძლებლობას დიდ ფართობზე, მათ შორის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხაზებზე და ჩვენ უკვე დაფუძნებული ვართ ამ ადგილებში. ჩვენ არ გვქონდა წვდომა ამ საზღვრებთან 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ალიევმა. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიებს: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი  

ილჰამ ალიევი: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისკენ ვისწრაფით

აზერბაიჯანი ეძებს გამოსავალს იმ რთული სიტუაციიდან, რომელიც რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა. მშვიდობა აუცილებელია ყველა ქვეყნისთვის, რეგიონის ყველა ხალხისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოფიციალური ბაქოს დღის წესრიგში ყოველთვის იყო. ამასთან, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სამარყანდში SCO-ს სამიტზე ბოლო შეხვედრაც გაიხსენა. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვისწრაფვით გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან ყველა პრობლემისგან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული რთული სიტუაციის აღმოფხვრას“, - განაცხადა ალიევმა.  ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ილჰამ ალიევი: TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების გაფართოებაზე, პარტნიორებთან კონსულტაციები დავიწყეთ

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან გაზსადენების - TANAP-ის (16 მილიარდიდან 32 მილიარდამდე) და TAP-ის (10 მილიარდიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე) გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ამის გარეშე გაძნელდება დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველ ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.  „სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელმაც ევროპის ენერგეტიკული რუკა ხელახლა დახატა, კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. აზერბაიჯანი ამაყობს იმით, რომ ის მხარეა, რომელმაც სამხრეთის გაზის დერეფანი დაიწყო. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა სამხრეთის გაზის დერეფანი მომხმარებლებს გაზს ახალი მარშრუტით, მათ შორის ახალი წყაროდან აწვდის. მანამდე ერთადერთი წყარო იყო შაჰ-დენიზის გაზის საბადო, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. მაგრამ მალე წარმოება დაიწყება აზერბაიჯანის რამდენიმე სხვა გაზის საბადოზე, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების ზრდას“, - განაცხადა ალიევმა.  შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მედიის ცნობითვე, ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ' მანამდე აზერბაჯანის პრეზიდენტი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ' პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.  

ალიევი პუტინთან შეხვედრაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან მშვიდობას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტს ასტანაში შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ჩვენ ყველა სფეროში პოზიტიურ იმპულსს ვხედავთ. რასაკვირველია, ყოველ შეხვედრაზე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი რეგიონის საკითხებს, უსაფრთხოების და რეგიონში მშვიდობის მიღწევის საკითხებს. ჩვენ ერთგული ვართ გრძელვადიანი მშვიდობის“, - განაცხადა ალიევმა.

ერდოღანმა და ალიევმა, ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანში ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.  თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტი აზერბაიჯანისა და მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლის მომტანი იქნება. ქალაქი ზანგილანი, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის საზღვრებთან მდებარებს და მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ  ტერიტორიაზე კონტროლი აზერბაიჯანმა, სომხეთთან 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ დაამყარა. ზანგილანის აეროპორტი 2021 წლის 26 აპრილს დაიგეგმა, პირველი ტექნიკური რეისი აეროპორტამდე, სამგზავრო თვითმფრინავით 9 სექტემბერს განხორციელდა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3 კმ სიგრძისა და 60 მეტრი სიგანისაა. მისი ტერმინალი საათში 200 მგზავრსა და 8 თვითმფრინავს მოემსახურება. მანამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში, ფიზულში პირველი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.  

საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა

დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 14:00 საათზე „შატო მუხრანში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილონ ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.   საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა  

ილია დარჩიაშვილიმა დაასახელა ის საკითხები, რასაც ღარიბაშვილი და ალიევი განიხილავენ

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა „როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.   საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი.   "აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ.   გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას. "დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს.  „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე, ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართვის საკითხი განიხლოს ამასთან, ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას. „ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია. აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი. ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც. „ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხად ილჰამ ალიევმა.  

ილჰამ ალიევი: საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი

საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. „ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია , რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს/ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები, ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ორმხრივ ფორმატში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურად. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის. დღეს გვაქვს ასევე საშუასლება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს. სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები, იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი. ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი. ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი - ლიდერების - ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევი: ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პოტენციალი გაიზრდება. ალიევის შეფასებით, ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. „ეს არის საერთაშორისო გათვლებითა და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი. როგორც სხვა მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ამ მიმართულებითაც წარმატებით ითანამშრომლებენ. საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს

ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა. ამასთან ალიევის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. „ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზდენტმა.  

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება, ასევე გვინდა, ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და კიდევ უფრო დაიტვირთება; ასევე, გვინდა ექსპორტისთვის გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება.  „ვაპირებთ, 2027 წლისთვის ექსპორტზე გავიტანოთ ევროპაში, თიქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“, - აღნიშნა ალიევმა.  მისივე თქმით, აზერბაიჯანს საქართველოში $3 მილიარდი აქვს ინვესტირებული. „ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ალიევმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან, თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ილჰამ ალიევის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრემიერის თქმით, „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. „მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი კანონზომილია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შეთანხმება, დამაიმედებელია

რეგიონსა და მსოფლიოში რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობა, რეგიონის განვითარებისთვის საკვანძო მოცემულობაა. „ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას. მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ რა თქმა უნდა დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო, რომ საქართველო, მე და ჩვენი მთავრობა, აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. „მივესალმები პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე, სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ილჰამ ალიევი საქართველოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ელჩი დეგნანი ალიევის გზავნილზე: ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოს როლი. ეს იყო საქართველოს, როგორც მედიატორის წარმატებული ისტორია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდგომი განცხადება შეაფასა. ელჩის თქმით, ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. „რაც შეეხება საქართველოს როლს, როგორც მედიატორისა, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ შეასრულა როლი, როდესაც გათავისუფლდნენ დაკავებულები და ეს იყო წარმატებული ისტორია საქართველოსი, როგორც მედიატორისა ამ პროცესში. თუმცა გარდა ამისა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სფერო, რაშიც შეიძლება თანამშრომლობა და უფრო მეტი საუბარი ამ ქვეყნებს შორის, ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა, თუ სხვადასხვა სფერო, რაც შეიძლება, ამ ურთიერთთანამშრომლობით გაუმჯობესდეს. ალიევის განცხადება იყო ძალიან დადებითი, იმედისმომცემი და საქართველოს წარსულშიც შეუსრულებია ეს როლი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე

დღეს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა. კერძოდ, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს. ბუნებრივი აირის გამტარი „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენია. ამასთან, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით. ამ ენერგოპროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა. ET: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, ძირითადად უკვე მოქმედ ენერგოპროექტებზე გაკეთდა. რამდენად  მზადაა სისტემა, რომ გაზისა, ნავთობისა და ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები გაატაროს? ალიევის მთელი გამოსვლა, კონფლიქტებზე საუბრის ნაწილის გარდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებს ეხებოდა. აქ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოყო სამი ძირითადი მიმართულება, სადაც პირველია „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი. ასევე, ყურადღება გაამახვილა „ბაქო-სუფსის“ მილსადენის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის საკითხზე. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ დღეს აქვს რესურსი, რომ გამტარუნარიანობა 12 მილიონ ბარელამდე გაზარდოს. ალიევს სურს, რომ 2027 წლისთვის ევროპაში გაზის მიწოდება გააორმაგოს. ეს არაა პატარა ციფრი, „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენისთვის და აზერბაიჯანისთვის. გასულ წელს, ამ გაზსადენის გავლით ევროპამ, 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. შემდგომ, გაზის ტრანზიტი ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში განხორციელდა.  წელს ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და როცა საუბარია 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრია. ბუნებრივია, ამას უნდა დაემატოს გაზის ის მოცულობა, რაც გადის მილსადენში თურქეთის საჭიროებისათვის. მანამდე, 2030 წლისთვის იყო დაგეგმილი, რომ „ბაქო-თბილისი-ერზრუმით“ გატარებული გაზის მოცულობა 27 მილიარდამდე გაზრდილიყო. ET: რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანი ამ მაჩვენებელზე გავა 2027 წელს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? ის, რასაც ალიევი ამბობს, რომ თუ 2027 წლისთვის მოხერხდა ტექნიკურად და საბადოებიდანაც და ამ რაოდენობის გაზმა გაიარა ჩვენს მილსადენში, ეს იმას ნიშნავს, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს ე.წ. „ოფციურ გაზად“ დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%, 1 მილიარდი კუბური მეტრია, ამას დაემატა 500 მილიონი დაბალ ფასში შესყიდული გაზი და ამის საფუძველზე თბოელექტროსადგურებით შევძლებთ იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომ მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (რედ. პერსპექტივა,) ალიევის განცხადებიდან, რაც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს. ET: რაც შეეხება საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს, ალიევმა საკმაოდ მაღალი ციფრი 157 გეგავატი დაასახელა. რა რესურსით გაიზრდება ეს მაჩვენებელი მაშინ, როცა არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს გავლით თურქეთში აზერბაიჯანის ექსპორტის მაჩვენებელი გაცილებით მცირეა. ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს. ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია. რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა. ET: რაზე მიანიშნებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დღეს, ამ ენერგოპროექტებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ღიად გაკეთებული განცხადებები? აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის დღევანდელი განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის. რაზეც დღეს ალიევმა ისაუბრა, ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით. ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილი, ილჰამ ალიევის ვიზიტზე, ინფორმირებული არ იყო

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში, თუმცა გამოთქვამს წუხილს, რომ ორ პრეზიდენტს შორის ვიზიტი ვერ შედგა.  „საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი, 24 ოქტომბერს საქართვლოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.   

ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დისკუსიის მთავარი საკითხები რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები იყო. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ამ ძალიან ლამაზ ადგილას ვიმყოფები. პრინციპში ქარი ბაქოს მაგონებს, იმიტომ, რომ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხშირად გვაქვს შეხვედრები. ბატონი ირაკლი გასულ წელს, აზერბაიჯანში ორჯერ იყო ჩამოსული და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ამ შესაძლებლობას ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი იმ ურთიერთობებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და აი, ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის არამედ რეგიონისთვის და გლობალურად მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს. დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს  შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.  

საქართველოში, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი დასრულდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა თემები, რომლებიც ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს

ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ Twitter-ზე წერს. მისივე განცხადებით, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. „მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე  

სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე

24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პირველმა პირმა დიდი ყურადღება დაუთმო ეკონომიკურ კავშირებსა და ენერგოპროექტებს. თუმცა, ამ ვიზიტს აქვს პოლიტიკური კონტექსტიც. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის პოლიტიკური კონტექსტი და ახალ რეალობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რა როლი ექნება საქართველოს. ამ თემაზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს  ესაუბრა. ET: რა არის საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტისას გაჟღერებული მთავარი პოლიტიკური გზავნილი? საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სადაც შუამავლები ევროკავშირის წარმომადგენლები არიან. ცნობილია, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე ჩავიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ჩამოყალიბდეს, აზერბაიჯანის სურვილია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით, არამხოლოდ ორმხრივი, არამედ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობისთვის სამმხრივი პლატფორმა შეიქმნას. ET: ილჰამ ალიევმა ღიად განაცხადა სამმხრივი პლატფორმის შექმნის სურვილზე, თუმცა საქართველო, როგორც შესაძლო ერთ-ერთი მედიატორი „პრაღის შეთანხმების“ მიღმა დარჩა. გასაგებია კითხვის მიმართულება, თუმცა, ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან ასევე სომხეთთან. საქართველოს ჩართვა სამმხრივ პლატფორმასა და სხვადასხვა თანამშრომლობის მექანიზმში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით შეცვლის გეოპოლიტიკურ სურათს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ შემთხვევაში, ერთობლივი ძალებით, შესაძლებელი იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტება და სამი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. შესაძლოა, ალიევს სურდეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარების კონტექსტში. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველო ჩაერთო პროცესებში და შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა. ET: „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ რიგმა ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ საქართველომ გარკვეულწილად დაკარგა ლიდერის ფუნქცია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის როლი იზრდება და ძლიერდება რეგიონში თურქეთის გავლენები. თურქეთის გავლენა იზრდება ბუნებრივია, და აზერბაიჯანისაც, იქიდან გამომდინარე, რომ მან განიმტკიცა თავის პოზიციები მთიან ყარაბაღში. ასევე გამოიკვეთა თურქეთის, როგორც შუამავლის როლი, რადგან ამ ქვეყნის სამხედრო დამკვირვებლები იმყოფებიან მთიანი ყარაბაღის ზონაში. აქ ერთი პოზიტიური (შედეგი, რედ.) ისაა, რომ მცირდება რუსეთის გავლენა, ამიტომაც, ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთო ჯამში დადებითად აისახება. ET:  ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „ახალი რეალობა იქმნება“ და „მომზადებული უნდა დავხვდეთ“. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალ რეალობაში საქართველოს მნიშვნელობა გაიზარდოს? საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან საერთო პროექტებში. იგივე „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი“, „ბაქო-სუფსა“. ამ პროექტებში საქართველოს როლი არის მნიშვნელოვანი, თუმცა აუცილებელია დაუახლოვდეს დასავლურ სტრუქტურებს. თუ სამხრეთ-კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის როლი იზრდება სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს, როგორც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნის როლი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს. ამასთან, თუ შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს გზას გაუხსნის დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში და საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობა. საერთო ჯამში, იდეალური ვარიანტია, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. ET: ე.ი. საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს? საქართველო ერთი მხრივ, უნდა დაუახლოვდეს აზერბაიჯანსა და თურქეთს, რითაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციებს დააბალანსებს გეოსტრატეგიული და ეკონომიკური პროექტების თვალსაზრისით, მაგრამ ღირებულების თვალსაზრისით, საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ET:  რომ შევაფასოთ, რა არის ილჰამ ალიევის ვიზიტის მთავარი გზავნილი და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში ამ ვიზიტის შემდეგ? საქართველოში ალიევის ვიზიტის ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტი, ერთმანეთთანაა კავშირში. ახალი რეალობიდან გამომდინარე, ერთი კონტექსტია აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგეტიკული პროექტების გააქტიურება. ორივე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელს შეუწყობს, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. რაც შეეხება პოლიტიკას, აქ საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. იგივე სამმხრივი პლატფორმის შექმნა - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა ძალზედ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, თუ სამივე კავკასიური ქვეყანა ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის კონტექსტში, თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას იმ დოზით ვეღარ შეძლებს. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო. ალიევი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, პირდაპირ არ უპირისპირდება რუსეთს, თუმცა სურს, რომ რეგიონში მისი გავლენა შემცირდეს. რუსეთი აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას. ცალსახაა, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებით.  

სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. ეს შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხური გაზეთი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ მოაწერენ ხელს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების ადგილად თბილისი შემთხვევითი არ არის შერჩეული, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია თურქეთის გავლენის ზონაში მოექცევა“, ხოლო საქართველო „ამ რეგიონში, დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“. „ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცაზე (მთიანი ყარაბაღი - რედ.). შეწყვეტს არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ მთელი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული საპრეზიდენტო აპარატით დამთავრებული. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, საბავშვო ბაღების გარემონტება“, - წერს გაზეთი. მანამდე, ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმებულიყო. სად შეიძლება, ხელი მოეწეროს ხსენებულ დოკუმენტს, მხარეები ჯერჯერობით არ საუბრობენ. გაზეთ Hraparak-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს.  ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე  

ილჰამ ალიევი: სომხეთს უნდა ახსოვდეს ყარაბაღის მეორე ომის გაკვეთილები

სომხურმა მხარეს უნდა ახსოვდეს მეორე ყარაბაღის ომის გაკვეთილები და გაიაზროს, რომ ცეცხლთან თამაში ერევანს ძვირად დაუჯდება. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბერს ქალაქ შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.  „ეს სომხეთის ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, თუ ვინმე სხვა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გეგმებს კიდევ ერთხელ მოაწყობს, ის ჩვენი ქვეყნის „რკინის მუშტს“ დაუპირისპირდება. ეს აჩვენა ბოლო ორი წლის მოვლენებმა“, - აღნიშნა ალიევმა.  მისივე თქმით, დღეს სომხეთში რევანშისტულ ძალებს არ სურთ 2020 წლის ომის შედეგებთან შეგუება. ალიევმა შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებზე მიმდინარე წლის მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბრის მოვლენები გაიხსენა. „ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სომხეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი საბოლოოდ გააცნობიერებენ და იზრუნებენ საკუთარ საშინაო საქმეებზე და არ შეეხებიან მეზობლების მიწებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დროებით იმყოფებიან.

ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა, ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით შეხვდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ შეხვდება, რადგან სომხეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე ემანუელ მაკრონის დასწრება მოითხოვა. „ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ გაიმართება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკრიტიკა აზერბაიჯანი ემანუელ მაკრონმა და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც არ ჩაუდენია. ამასთან, ალიევის განმარტებით, საფრანგეთის სენატის მიერ ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის საშუალებითაც, ეს მიუღებელია რადგან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის ამ განცხადებას სომხური მხარე გამოეხმაურა. „შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადება, რომელიც სომხურ მხარეს ადანაშაულებს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბრის შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების სპიკერმა. შეგახსენებთ, წელს ალიევი და ფაშინიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ბრიუსელსა და მოსკოვში. ოთხმხრივ ფორმატში ასევე გაიმართა შეხვედრა პრაღაში. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

ილჰამ ალიევის ვაჟი დაქორწინდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვაჟმა, ჰეიდარ ალიევმა ოჯახი შექმნა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „გუშინ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ ჩვენი შვილის ჰეიდარის ქორწილი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა მესამე ქალიშვილი გვყავს! როგორც ყველა მშობელს, ვუსურვებთ ჩვენს შვილს დიდხანს და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას! დაე, ალაჰმა დალოცოს ახალგაზრდა ოჯახი. და დაეხმარეთ ერთმანეთის მეგობრის სიყვარულისა და პატივისცემის შენარჩუნებას წლების განმავლობაში! იყავით ბედნიერი!" - წერს მეჰრიბან ალიევა Instagram-ზე.   

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს. „ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს. „ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა. მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).  

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა. „რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:  რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე  

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა

26 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა.  ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ სანქტ-პეტერბურგის „პულკოვო-2“-ის აეროპორტში მას პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი, ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.  

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

15 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსხურის ანგარიშში ნათქვამია, რომ აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში ალიევის პატივსაცემად საპატიო დაცვა მოაწყეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არაბეთის გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრი აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ-ნუაიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.  

აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ

პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და არაბეთის გაერთიანებული საამიროების Masdar-ს შორის აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების ერთობლივი განვითარების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა 2030 წლისთვის აზერბაიჯანში, განახლებადი ენერგიის წყაროების წილის გაზრდა 30%-მდე იგეგმება. „ზემოაღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ასევე შეამცირებს სითბურის გაზების ემისიას აზერბაიჯანში, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებენ სოკარში. Masdar-ი, განახლებადი ენერგიის უმსხვილესი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ამჟამად ახორციელებს აზერბაიჯანში 230 მეგავატი სიმძლავრის გარადაღის მზის ელექტროსადგურის პროექტს. მოსალოდნელია, რომ ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს ნახევარ მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას და ატმოსფეროში ემიტირებული ნარჩენების რაოდენობას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით შეამცირებს.  

აზერბაიჯანის მიზანია, ხუთ წელიწადში ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგოს - ილჰამ ალიევი

გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ევროკომისიასთან ევროპულ ბაზარზე გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ და ამ მიზანს ხუთი წლის განმავლობაში მივაღწევთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ეს შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ იქნება. დიახ, აზერბაიჯანი არ არის ბუნებრივი აირის ძალიან დიდი მიმწოდებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბაზარი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და რაც უფრო მეტ გაზს ვაწარმოებთ მომავალში, მით უფრო გავაფართოვებთ მიწოდების გეოგრაფიას“, - განაცხადა ალიევმა.   

ალიევმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა შუა დერეფნის უპირატესობებზე

„შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და მათ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში“, - ამის შესახებ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან, საქართველოსთან და თურქეთთან. ასევე, აღმოსავლეთით ცენტრალურ აზიასთან. „ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დიდი კაპიტალი დავაბანდეთ ინფრასტრუქტურაში ბოლო წლებში. ასევე უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზად არის აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გვქონდეს. 15 მილიონ ტონას შეადგენს ჩვენი პორტების შესაძლებლობა, ამას გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ თანხები. 25 მილიონი ტონა იქნება სამიზნე და გვინდა, რომ უფრო მეტი საქონელი გავატაროთ, რადგან როგორც თქვენ ბრძანეთ, ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტებით აღარ ხდება“, - აღნიშნა ალიევმა. „დიდი ტვირთი წამოვიდ ჩვენსკენ და ეს მხოლოდ დასაწყისია“. მისივე თქმით, ხსენებულ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს. „ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში. იმისთვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშოთ და ტარიფების პოლიტიკაც გვქონდეს შეჯერებული. ეს არამარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ, კომერციულადაც უნდა იყოს მიმზიდველი. შეხვედრას რომ ვიწყებდით, ზუსტად ისე დავსხედით, როგორც მიდის ჩვენი მილსადენი, ჩემგან, საიდანაც გადავა, ჩემი გეგმა იწყება აზერბაიჯანიდან, ამიტომ, ჩემგან ვიწყებ ათვლას - საქართველო, თურქეთი და მერე ევროპა, ზუსტად ასე, ჩვენ პირიქით მიმართულებაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას - ილჰამ ალიევი

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარს განაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი.  სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს - აშშ-ის წარმომადგენელი მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს.  ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ფართო შესაძლებლობებზე არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ სხვა სფეროებშიც. სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

ილჰამ ალიევი თეირანში საელჩოზე თავდასხმას, ტერორისტულ აქტს უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა დაგმო და ტერაქტად შეაფასა. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა „მტკიცედ ვგმობ ტერაქტს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. მწუხარებას გამოვთქვამ უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, უფროსი ლეიტენანტი ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საელჩოსა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს დაიღუპა“, - წერს ალიევი Twitter-ზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, „ტერორისტული თავდასხმის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა" მოითხოვა. „მიუღებელია ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე!" - აღნიშნა ალიევმა. შეგახსენებთ, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმას დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთი თანამშრომლი ემსხვერპლა.   

ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს

სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 იანვარს ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულფატაჰ ალ-სისისთან ერთობლივი გამოსვლისას მედიასთან განაცხადა.  ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს „წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეები ჩვენს რეგიონში შესაძლოა, გაიზარდოს. აზერბაიჯანმა ბოლო მოუღო სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით თითქმის 30 წლიანი ოკუპაციას, აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და თავად შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუციის მოთხოვნა“, - განაცხადა ალიევმა.  ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს მისივე თქმით, ყარაბაღის ომით დასრულდა ოკუპაცია და აღდგა სამართლიანობა. „ახლა ჩვენ ვაშენებთ და  გათავისუფლებულ მიწებზე და ყველა ნანგრევების დანახვისას კიდევ ერთხელ ვხვდებით, თუ რა უბედურებისგან ვიხსენით აზერბაიჯანი და ვქმნითრეგიონი“, - აღნიშნა ალიევმა. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობის უმეტესი ნაწილი ენერგეტიკულ საკითხებს ეთმობა, ის მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ასევე ვახორციელებთ ჩვენს ძალიან მასშტაბურ გეგმებს ტრანსპორტის სფეროში“,-  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივ თქმით, უნგრეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან უნგრეთში საქონლის რკინიგზით ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. „მხოლოდ გასულ წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 75%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანში არსებული თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - იქნება ეს ტანკერები, გემები, დიდი კომერციული საზღვაო პორტი, რკინიგზა - ყველა თანამედროვეა და აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.  

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთს ინტერკონექტორებით, ხოლო უნგრეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი, არამედ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა ევროპის სხვა ქვეყნებში. „რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მე მჯერა, რომ ეს საკითხი მსოფლიო დღის წესრიგის სათავეშია. აზერბაიჯანს, ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსები საშუალებას აძლევს იყოს ევროპის საიმედო პარტნიორი. ევროკომისიის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანს სწორედ სანდო პარტნიორს უწოდებს“, - დასძინა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ასევე წაიკითხეთ:  გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს  

ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე: ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე - მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, განაცხადა, რომ უკრაინის ომს აზერბაიჯანზე უშუალო ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. „ალბათ, იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნაკლოვანებებს სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებით. არის უპირატესობებიც, განსაკუთრებით, დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, ახლა სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში. ეს დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ იმის საჭიროება, აჩვენონ, რომ გარდაიქმნა მდგომარეობა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედი მაქვს, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის გზა სერიოზული ისტორიული უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევი: გაზის ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია

„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო. „ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.  

ალიევი: საქართველოსა და თურქეთის გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გასაფართოებლად, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები

ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი საექსპორტო სიმძლავრე შეზღუდულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის წამყვან კომპანიებთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს „რამდენადაც მახსოვს, მაქსიმუმ, 1000 მეგავატი ან შესაძლოა, 1500 მეგავატი იყოს გადაცემის სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ორივე ქვეყანაში, საქართველოშიც და თურქეთშიც სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციები, რათა გაფართოვდეს ექსპორტის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ალიევმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება

გაბალაში დაიწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები - ალიევი

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.  

ღარიბაშვილი აზერბაიჯანში: ვაპირებთ, წელს დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, რომ შეხვდრისას „განიხილეს რეგიონში არსებული ვითარებ. რთულ ვითარება რომელიც არის უკრაინაში ომის გამო“. მისი თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. „ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა, მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს. მე ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით მჯერა, რომ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასი მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს. თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი. ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დღეს, 7 აპრილს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და ერთგულია სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი, მათ შორის  ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა  და უსაფრთხოების სფეროებში. ერთად დგომით შეგვიძლია რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად“, -  წერს პრემიერი Twitter-ზე.

ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი ყოველდღიურად იზრდება

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.  მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. „ჩვენი შეხვედრა ხშირია, 6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი, თქვენ დღეს სტუმრობთ აზერბაიჯანს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ეს ძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 20 მლრდ კუბური მეტრი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწოდებთ 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. „არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევი შუა დერეფანზე: უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა, ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო

ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით. „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მომავალშიც. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში“ , - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ალიევი: ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია ყაზახეთის წარმატება

„ყაზახეთი დღეს დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო საქმეებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასტანაში ჰეიდარ ალიევის ქუჩის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასწრებისას, იუწყება აზერბაიჯანული მედია. „ყაზახეთის მიერ წამოყენებული და განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებას, ამ სიტყვის ფართო გაგებით, მშვიდობას ევრაზიაში. ჩვენ, როგორც მეგობრებს და ძმებს, გულწრფელად გვიხარია თქვენი წარმატება“, - აღნიშნა ალიევმა.  

თოყაევი ალიევთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის პოტენციალის სრულ ამოქმედებას. საუბარია ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებაზე, ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნაზე, ტექნიკური და სატარიფო პირობების მოდერნიზაციაზე, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრაზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის 2022-2027 წლების განვითარების საგზაო რუკის ეფექტიან განხორციელებას. „შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ და მესამე ქვეყნების ჩართვა მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა ეს ღონისძიება, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდების სტაბილურობასა და ეფექტიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. „ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას. დღეს ჩვენი პრიორიტეტია მსოფლიო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების შემდგომი დივერსიფიკაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი შეთანხმებების საშუალებით, წელს ყაზახური ნავთობის პირველი პარტია აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა. შემდეგი ნაბიჯი არის მიწოდების მოცულობის გაზრდა და მათი გრძელვადიანი მდგრადობა“, - განაცხადა თოყაევმა. ასევე წაიკითხეთ: ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა  

ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღო, იუწყება აზერბაიჯანული მედია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში.  „მხარეებმა გაიხსენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში და აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ორმხრივი გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  

ალიევი: აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში Bayraktar-ის ცენტრი შეიქმნება

თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის ცენტრი აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შეიქმნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში TEKNOFEST აეროკოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში ამ თვის დასაწყისში, 3 აპრილს იმყოფებოდა. „ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და შევთანხმდით აზერბაიჯანში ბაირაქტარის ცენტრის დაარსებაზე. უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება“, - განაცხადა ალიევმა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ  თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.  ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.  

რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და ილჰამ ალიევმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა  

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის - ალიევი

2021 წელს ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 8 მილიარდი კუბური მეტრი იყო, წელს ის 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება, 2027 წლისთვის კი, 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწებს. განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვილნიუსში აზერბაიჯანულ-ლიტვის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება Trend-ი. მისივე განმარტებით, ეს მინიმუმია, რადგან პოტენციალი არსებობს. „არსებული საბადოებიდან უფრო მეტ ბუნებრივ აირს ვაწარმოებთ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან წარმოებას კასპიის ზღვის ერთ-ერთი დიდი საბადოდან. ასევე, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ ბუნებრივი აირი ექსპორტისთვის. აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის ექსპორტს. ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის მწვანე წყალბადის ექსპორტს. ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია და ჩვენ მადლობელნი ვართ ჩვენი ლიეტუველი მეგობრებისა და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ძალისხმევისა და ევროკომისიის ძალისხმევის დაახლოებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ დაგეგმილია სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის. ასევე წყალბადის ექსპორტი. გარდა ამისა, დაგეგმილი სხვა „მწვანე“ ენერგიის წარმოება და ექსპორტი. აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ  

ალიევი: ბაქომ წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი

აზერბაიჯანი მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული 5 პრინციპის საფუძველზე, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარებით, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი. არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით 44-დღიანი ომის შემდეგ. მან ახსენა ვაშინგტონის ბოლო დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე, მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბრიუსელშიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მხარდაჭერით. ალიევმა განაცხადა,რომ მომავალში კიდევ იქნება შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში.  

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ - მედია

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა კვირას ლაჩინის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი - დაემორჩილო აზერბაიჯანის კანონებს, იყო ლოიალური და აზერბაიჯანის ნორმალური მოქალაქე, ყალბი სახელმწიფო ატრიბუტები სანაგვეში გადააგდო - „პარლამენტი“ უნდა იყოს დათხოვნილი - თითქოს იქ „პარლამენტი" იყოს. თითქოს პრეზიდენტია, თითქოს მინისტრია, სასაცილოა ეს ყველაფერი.ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღეს გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, „პარლამენტი“ უნდა დაიშალოს, სუბიექტი, რომელიც საკუთარ თავს „პრეზიდენტად“ უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვებმა უნდა დათმონ თავიანთი „თანამდებობები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მათთან დათმობაზე საუბარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ ამნისტიაზე. აქვე უნდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტობრივად სრულად ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას ბოლო დროს“, - განაცხადა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რამდენჯერმე გაგზავნა წარმომადგენელი სტეპანაკერტში და დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრაც გაიმართა. შემდეგ კი, ბაქოშიც მიიწვიეს სასაუბროდ, თუმცა ალიევის თქმით, მეორე მხარემ უარი განაცხადა. „ჩემი სიტყვა საბოლოოა და ეს ყველამ იცის როგორც აზერბაიჯანში, ისე მთელ მსოფლიოში, მათ შორის სომხეთშიც. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ. ჩვენი არცერთი სიტყვა, როგორც ამბობენ, ჰაერში არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება. თუ ვიტყვი, რომ ამნისტია შეიძლება, იყოს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. მათ ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან, არაერთი შესაძლებლობა და ყოველ ჯერზე, როგორც ამბობენ, გვიწევდა მათი გონზე მოყვანა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. პარასკევს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ და ერევანმა შესაძლოა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ პირველ ივნისს, კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. უფრო ადრე, 25 მაისს გავრცელებული ცნობებით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის შეთანხმება გლობალური პროექტი გახდება

აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის მწვანე ენერგიის სფეროში შეთანხმება გახდება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კასპიის ნავთობისა და გაზის 28-ე საერთაშორისო გამოფენის (Caspian Oil & Gas) გახსნაზე. „გასული წლის დეკემბერში ასევე იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ბუქარესტში, მწვანე ენერგიის სფეროში. ცერემონიას დაესწრო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი. ხელი მოეწერა შეთანხმებას მწვანე ენერგიის გადაცემის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს შეუძლია ევროპაში მინიმუმ 4 გიგავატი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები. Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

ერდოღანი ალიევთან შეხვედრაზე: შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქოში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნა იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ყველა სფეროში განვავითაროთ ურთიერთობები, რომელიც „შუშის დეკლარაციით“ ალიანსის დონეზე ავიყვანეთ. მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი გენერალური საკონსულო შუშაში. თუ შუშაში ჩვენი გენერალური საკონსულო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალკე გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა 2021 წელს გააფორმეს თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, “შუშის დეკლარაცია”, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.  

ალიევი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება

დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. აზერბაიჯანის გავლით, კერძოდ, კასპიის ზღვის გავლით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და კიდე უფრო გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ. „ამიტომ, აზერბაიჯანში სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა. ჩვენ ვამატებთ ბაქოს პორტის გამტარუნარიანობას 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებლობა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზეა აყვანილი“, - აღნიშნა ალიევმა. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

ალიევის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით გაერო, არ ამართლებს კაცობრიობის მოლოდინებს. ალიევის შეფასებით, გაერო სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს. „ჩვენ მომხრე ვართ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების, რათა ის უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მოხარული ვარ, რომ დღეს მსოფლიოში მზარდი კონსენსუსია ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალიევმა ბაქოში მიუმხრობლობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი მუდმივი ადგილი უნდა მიენიჭოს მიუმხრობლობის მოძრაობას. მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ. Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია, არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია 1955 წელს და იოსიპ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს. ცნობისთვის, გაეროს რეფორმირების აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში არაერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება.  

ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები

„სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი წარმატებით განხორციელდა და უკვე ორ წელზე მეტია, აზერბაიჯანი გახდა ევროპის მნიშვნელოვანი გაზის მიმწოდებელი“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას თემაზე - „ახალი მედია მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.“ იტყობინება AZERTAC-ი.  „ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად ასახელებს, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კი აზერბაიჯანს გაზის პან-ევროპულ მიმწოდებელს უწოდებს. და ეს ასეა, რადგან ევროპისკენ ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება და, იმედია, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ქვეყანა, კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები,“ - აღნიშნა ალიევმა.  

ალიევი: წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. „შესწავლითი სამუშოა უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია ალბათ სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება,“ – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას. მისივე თქმით, „გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ.“ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს  

ალიევი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში. Azertag-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს „მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში, 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 000 ადამიანის დაბრუნება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩამოვლენ პირველი მცხოვრებლები და დასახლდებიან ქალაქ შუშაში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.  

ალიევი შოვის სტიქიისას ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შოვის სტიქიისას ადამიანების დაღუპვის გამო, სამძიმარი წერილი გაუგზავნა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერისას გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, ღრმად დამწუხრებული ვართ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებთ დაშავებულების გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების უსწრაფეს აღმოფხვრას“, - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში. შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.  

ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, კომპანია ექსპორტს საქართველოშიც გეგმავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხნის გახსნას დაესწრო. ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და შპს „დიამედის განვითარების ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აიტენ გულიევამ ალიევს შესრულებული სამუშაო გააცნეს. ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაში (20%) აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანია OJSC მონაწილეობდა. კომპანიას დაგეგმილი აქვს თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, მათ შორის საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებში. ქარხანაში 100 ადამიანია დასაქმებული.  

ილჰამ ალიევი: თავისი პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ვახტანგ კიკაბიძე ეპოქის სიმბოლოდ იქცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა. ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი „დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ამოტვიფრულია საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. თავისი მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის რადა: ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით დაგვიჭირა მხარი და დაგმო რუსეთის შემოჭრა ვახტანგ კიკაბიძის მიერ შესრულებული როლები, დაწერილი სიმღერები თაობათა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვახტანგ კიკაბიძე ჩვენი დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, ხოლო მის პიროვნებას პატივს სცემდა და აღაფრთოვანებდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა  

მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში -მედია

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში. ამის შესახებ აზერბაიჯანულიბ მედია წერს, რომელი დუშანბეში ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა მე-5 საკონსულტაციო შეხვედრაზე ალიევის გამოსვლაზე წერს. შეხვედრის მონაწილეებმა შუა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. 2023 წელს დაახლოებით ორი მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება შუა დერეფნის გასწვრივ. ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის შემდგომი განვითარებისთვის აზერბაიჯანი მუშაობს, მაგალითად, გემთმშენებლობის ქარხნის შესაძლებლობების გაფართოებაზე. „ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო ქვეყანა თურქეთისა და ევროპის ბაზრებისკენ მიმავალ მარშრუტზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანზიტი საპირისპირო მიმართულებით. ჩვენმა ძმებმა ცენტრალურ აზიაში იციან, რომ აზერბაიჯანის მთელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათთვის ხელმისაწვდომია,“ - აღნიშნა შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცნობისთვის, (TITR) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

ალიევმა ბლინკენს განუმარტა, რა შემთხვევაში შეწყდება „ანტიტერორისტული ღონისძიებები“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის. ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია. ალიევის თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება. ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტულ ღონისძიებების დროს ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა. განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის მიმართვისას გააკეთა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. „რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც,“ - განაცხადა ალიევმა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ილჰამ ალიევს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე. ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.  

რა დოკუმენტი გაფორმდა ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტის დროს - ალიევის შეფასებით, „ისტორიული ოქმი“ შუა დერეფნის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება

იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენისთვის საძირკვლის ჩაყრის შესახებ ცერემონიის შემდეგ, აზერბაიჯასა და თურქეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში, 25 სექტემბერს ჩავიდა. „წარსულში მე და ჩავუყარეთ საფუძველი TANAP-ის პროექტს და გავხსენით TANAP მილსადენი. დღეს ჩვენ ვიწყებთ გაზსადენის მშენებლობას თურქეთიდან ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ნაწილამდე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  „ისტორიული მოვლენაა ასევე ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის განზრახვის შესახებ ოქმის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მოემსახურება აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების, როგორც შუა დერეფნის ნაწილის ინტერესებს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტები ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას. „იღდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორიაში. ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს და დიდწილად უზრუნველყოფს ნახიჩევანის ენერგეტიკულს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარის გადარიცხვას ხელი მოაწერა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარი გადარიცხა. პრეზიდენტის ბრძანებით, გაეროს პროგრამას (UN-Habitat) თანხა გამოეყოფა მსოფლიოში მდგრადი ქალაქების განვითარების მიმართულებით მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ამ კონტექსტში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.  შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.    

ზელენსკიმ და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, აქტუალური გამოწვევები და ურთიერთქმედების ფორმატები. „სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას აწვდის, კერძოდ ენერგეტიკულ სექტორში ზამთრის მოახლოების ფონზე. დავადასტურეთ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მხარდაჭერა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ საფრთხეებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. ასევე 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ.  

რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, იუწყება აზერბაიჯანული მედია. ვიზიტის ფარგლებში 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა. აზერბაიჯანული მედია მიზეზად საფრანგეთის „დესტრუქციული განცხადებებს და ამის გამო სიტუაციის გამწვავებას“ ასახელებს. „ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე,“ - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.  

ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.    შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი,
 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი დახვდნენ. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.   ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ალიევი თბილისში: გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს და ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია, მხარ და მხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისი თქმით, გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. „ორივე ლიდერმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია, ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და ჩვენი მეგობრობის გაძლირებას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდათ ძალიან ძლიერი მეგობრობა, საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ძალიან ძლიერი ურთიერთობა. საბჭოთა აზერბაიჯანის, საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, რათა ქვეყნები დაეახლოებინათ, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც, მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძალიან ძლიერი ბმა თავიანთ მიწასთან, თავიანთ ერებთან და ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო ყველაზე გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ძალიან ბობოქარი პერიოდი, რომელსაც ვიხსენებთ და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული, დაეხმარა აზერბაიჯანს და საქართველოს, გაეძლიერებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა. მათი ძალისხმევის, მათი შრომის წყალობით, დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ, მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს და კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ქვეყნები, ჩვენი ერები. გამოწვებები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, და დღეს ბატონ პრემიერთან საუბრის დროს საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ახლა არის სწორედ ის დრო. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან - თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია.“ „სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და ყველა სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს ფუნდამენტური პრინციპია საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე შეთანხმება და სრული თანხვედრა გვაქვს. დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ. ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება - აზერბაიჯანს-სომხეთსა და საქართველოს ჩართულობით. ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი ოკუპირებული იყო წლების განმავლობაში და ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისთვის, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში, ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა - ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველით იმავეს სომხეთისგანაც და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის გაიმეორა მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ თბილისი ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.  

ილჰამ ალიევი: საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ახლა არის სწორედ ის დრო, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია ანაკლიის პორტით

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - აღნიშნა ალიევმა თბილისში. „უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები, მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში უშველებელი მნიშვნელობის არის, არამხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ, ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით, ამას მოვახერხებთ,”  - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი, ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე  

ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც საკმაოდ დაძაბულია მთელ მსოფლიოში. „ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ჩვენ ასევე მადლიერნი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება, მინდა ეს იმედი გამოვთქვა, სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთის ქვეყნისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე,-ამის შესახებ  „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე. ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში. ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით,” - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 8 ოქტომბერს იმყოფებოდა.  

ბიშკეკში ალიევისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყირგიზეთში სამიტის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პუტინის თქმით, ნომერ პირველი განსახილველი საკითხი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარებაა, მაგრამ დღის წესრიგში არის  სხვა საკითხებიც, რომელიც საკმაოდ ვრცელია. „გთავაზობთ, რომ მოვაწყოთ ჩვენი მუშაობა შემდეგნაირად – დავიწყებთ, შესაძლოა, მეორე ნაწილით, მივცეთ გამოსვლის საშუალება ჩვენს კოლეგებს, ხოლო შემდეგ ჩვენ დავრჩებით და ვისაუბრებთ საკითხების მთელ სპექტრზე, მათ შორის სენსიტიურ საკითხებზე,“ - განუცხადა პუტინმა ალიევს. ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან ბევრ თემაზე აქვს სასაუბრო. „ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ამ წლის სავაჭრო ბრუნვისა და სამრეწველო თანამშრომლობის შედეგები შთამბეჭდავია. ამასთან, გვაქვს ბევრი ახალი პროექტი, ხოლო ამის შემდეგ გადავალთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, „შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით, კერძოდ, სავაჭრო ბრუნვის ზრდის გამო. რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა რუსეთის 70 რეგიონთან და აღნიშნეს, რომ რეგულარულად ჩატარებული რეგიონთაშორისი ფორუმები მნიშვნელოვანი პლატფორმაა. საუბრისას მათ კმაყოფილება გამოთქვეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, მისი პოტენციალის გაზრდით და მთლიანობაში ამ მარშრუტზე საავტომობილო და სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვების მოცულობის ზრდით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მათ ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანში რუსული ენისადმი ზრუნვას და ბევრ უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ენის სწავლებას. საუბრისას პრეზიდენტებმა სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამთავრობათაშორისო სახელმწიფო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობა.“ მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ერთად განიხილავს რუსი სამშვიდობოების მომავალს მთიან ყარაბაღში. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება. ცნობისთვის, ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს. მანამდე ალიევი ხსენებული წინადადებით თბილისში, 8 ოქტომბერს გამოვიდა.    

ალიევი: ანტიტერორისტული ოპერაცია გარდაუვალი იყო, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის იმედი თანდათან ქრებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო.“ ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო. აზერბაიჯანელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მსოფლიო საზოგადოებამაც, რომ ჩვენ გვინდოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე პირადად არაერთხელ ვმონაწილეობდი უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებში. რატომ? რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ თანდათან ჩვენი იმედები გაქრა. სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთხელ გაანალიზებით, დღეს სრული დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ,“ - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. 

ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენი და ევროკავშირის ხედვით, ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე.  ცხადია, როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. ეს პრინციპები მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება, განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს. „ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, რომლის სიტყვებსაც „არმენპრესი“ ციტირებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის  „3+3“ ფორმატში შეხვედრებისთვის. მისივე თქმით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები. „უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. 10 ოქტომბერს, ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას

ალიევსა და ფაშინიანს შორის ბრიუსელში, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ,ნიკოლ ფაშინიანს შორის ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი აცხადებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის უკმარისობა დაასახელა. "ჩვენი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრები სომხები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. გრანადაში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის გათვალისწინებით, რომელსაც ალიევი არ დაესწრო, ახლა ვცდილობთ, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა ბრიუსელში გავმართოთ. ნელი პროცესის მიუხედავად, გვჯერა, რომ შედეგი დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება,“ - აღნიშნა კლაარმა, თუმცა მომდევნო შეხვდრის დრო  არ დაუზუსტებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში.      

შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.   „განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.   აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.   მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.   ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ალიევმა თოყაევი მიიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი „დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა. „გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.  

ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში

„საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ენერგეტიკული თანამშრომლობა. თუმცა ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, ევროპაში სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად წარმოგვეჩინა თავი,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განაცხადა. ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ისევე როგორც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ბაქოს და ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ ამ წამოწყებაში და ვულოცავ სტატუსის მინიჭებას,“ - აღნიშნა ალიევმა.  

უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ აცხადებს, რომ ილჰამ ალიევთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და აზერბაიჯანმა ერთმანეთის მიმართ კრიტიკული შეფასებები გაცვალეს. რაც შეეხება 6 დეკემბერს გამართულ შეხვედრას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმაც. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ო'ბრაიენის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების განხილვისა და რეგიონულ საკითხებზე აზრთა გაცვლის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების მდიდარი ისტორიაა და რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ურთიერთობები დამყარდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ამავე შეხვედრისას ალიევმა აღნიშნა, რომ 44-დღიანი  ომის შემდეგ სომხეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, გაგზავნა იარაღი და სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და მხარი დაუჭირა სეპარატიზმს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჩაატარ ანტიტერორისტული ღონისძიებები თავის სუვერენულ ტერიტორიებზე, ბოლო მოუღო აგრესიულ სეპარატიზმს და ოპერაციის დროს ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დაცვის მაგალითი აჩვენა. ალიევმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს რეგიონულ სამშვიდობო დღის წესრიგს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენის შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობები მშვიდობის დამყარებისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს ახალი რეალობების გათვალისწინებით. ილჰამ ალიევმა მიუთითა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, აზერბაიჯანის როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და კასპიისა და შავ ზღვაში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია განახლებადი ენერგიის პოტენციალის განვითარებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ რეგიონში შეიქმნა ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პარტნიორობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ სფეროში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს და ორი ქვეყანა კარგი პარტნიორია. მან ისაუბრა შეერთებული შტატების როლზე აზერბაიჯანის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების კონტექსტში და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს რეგიონში სამშვიდობო დღის წესრიგს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ამ კუთხით მოლაპარაკებები ვაშინგტონში გააგრძელოს. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის განვითარებას, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის შესახებ დისკუსიების გაგრძელებას. მან აღნიშნა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მომავლისკენ ხედვის მნიშვნელობა. ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ორმხრივი ვიზიტების განახლება მხარეებმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონულ საკითხებზე,“ - ნათქვამია ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის

რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე და ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განიხილა, როდესაც მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, ალიევმა ქვეყანას სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც, ზოგიერთი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა . ამ ქვეყნებს შორის მან თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა. „დარწმუნებული ვარ, „როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაში არაფერი შეიცვლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ევროპა არის ჩვენი ენერგორესურსების მთავარი მიმართულება, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი. ევროპულმა ენერგეტიკულმა კომისიამ აზერბაიჯანს უკვე უწოდა გაზის პან-ევროპული მიმწოდებელი, რაც მართალია. ასე რომ, ბევრი ქვეყანა უკვე იღებს ჩვენს გაზს,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებას. მან აღნიშნა, რომ „ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება აბსოლუტურად უსაფრთხო მხარეზეა.“ „რაც არ უნდა მოხდეს დიდ მოთამაშეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რადგან ეს არის მიწოდების საიმედო წყარო. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის,“ - განაცხადა ალიევმა.  

ალიევი: სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სერიოზულ დაბრკოლებას სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. ალიევის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის.  „აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს ჰქონია რაიმე შეშფოთება ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ნებისმიერს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს, ამის დადასტურება შეუძლია. სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, გვერდიგვერდ ცხოვრობენ უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ  

ალიევი: ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ილჰამ ალიევის თქმით, მისი ქვეყანა გაზის განაწილების არეალს აფართოებს. „ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ამავდროულად, ნავთობის წარმოება და ექსპორტი კვლავაც მრავალი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამი წლის წინ დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი, გაზის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს, აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს თავისი გაზის მიწოდების არეალი. დღეს ჩვენ ვახორციელებთ გაზის ექსპორტს საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, რუმინეთში და გავაფორმეთ კონტრაქტები უნგრეთთან და სერბეთთან. ალბანეთი ასევე იქნება ჩვენი გაზის განაწილების გეგმების ნაწილი,“ - აღნიშნა ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.   

ალეივი: წელს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით, 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს

„ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი იყო 2021 წელს. წელს ის დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეადგენს აზერბაიჯანის გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს. ალიევმა აღნიშნა, რომ ევროპაში გაგზავნილი გაზის მოცულობა 2027 წლისთვის უნდა გაორმაგდეს. „ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ ამ მიზნისკენ," - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.   

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება. ალიევის თქმით, ეს არის 100%–იანი აზერბაიჯანული ინვესტიცია (100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ამასთან, დაგეგმილია ხსენებული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდა ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ახალი შესაძლებლობები ახალი ტვირთების მისაღებად.“ „ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ გაგვეგრძელებინა ეს გზა სომხეთის გავლით, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს,  შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ ხიდს სომხეთის გვერდის ავლით. ასევე ვმუშაობთ მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრიანი რკინიგზის აშენებისთვის. შემდეგ ის გაივლის ნახიჩევანს და იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან. თურქული მხრიდან გვაცნობეს, რომ იგეგმება ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობაც. ასე რომ, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე კი, ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით. ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასობაში ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამ მიზნით ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის,“ - განაცხადა ალიევმა. BTK აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა გააკეთეს. „ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს,“ - განაცხადა ბუდაგოვმა. 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.  

ალიევმა და ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში შეხვდრა გამართეს. 26 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების სამიტი ჩატარდა. სომხეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს ბრიუსელში, ივლისში შეხვდნენ. შემდეგ, დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევი: 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში მილიარდი მანათის ინვესტიცია ჩაიდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით, 590 მილიონი აშშ დოლარი. ალიევის თქმით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.“ აერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან. საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში.“ „ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ ჩვენი არმია, ავამაღლეთ პროფესიონალიზმის დონე და შევქმენით ახალი შეიარაღებული ნაწილები. ამ დანაყოფებმა შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აჩვენეს განსაკუთრებული პროფესიონალიზმი ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ახალი იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეძენილია და მიეწოდა ქვეყანას არაერთი ახალი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას თუ გადავავადებთ, ეს, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან მეგობარ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა

არაერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სამშვიდობო შეთანხმების საგანი არ იქნება. იქნება თუ არა ეს ასე? ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „დიახ. პრინციპში, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცავდეს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაციასთან და დემარკაციასთან. თუმცა, თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, იმიტომ, რომ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა. საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული. ჩვენი დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მას ხელი მოეწერა მხოლოდ 2012 წელს და მართალია 13 წელი გავიდა, მაგრამ ყველა ის ბოძი და სანიშნე ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დელიმიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. სოფლები უნდა დაგვიბრუნონ. შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ანკლავებზე კომისიის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკური მიდგომაა,“ - განაცხადა ალიევმა.  

ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს

„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ. მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.  

სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია. ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან. „ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია. ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.  

ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევი 93.9%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს. ააერბაიჯანული მედიის ცნობით, შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ. 1.8% - აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% - “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% - “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% - “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% - “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% - დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა  

ზელენსკიმ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება. „ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელახლა არჩევას და ვუსურვებ წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას აზერბაიჯანელი ხალხის საკეთილდღეოდ. ვაფასებ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. ჩვენ ვაფასებთ აზერბაიჯანის ჰუმანიტარულ და სხვა დახმარებას ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ვაფასებ ჩვენს კონსტრუქციულ და სანდო ურთიერთობას პრეზიდენტ ალიევთან, ისევე როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობას ჩვენს გუნდებს შორის,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 90%-ზე მეტი დააგროვა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.  

ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია. ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა. აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა  

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები: ეუთო შეზღუდულ გარემოსა და პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობაზე მიუთითებს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მათ აქვთ "სერიოზული კითხვები" აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვა. 8 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ხმების 93 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად, ალიევმა ხმების 92.05 პროცენტი მიიღო. დამკვირვებლების შეფასებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა ახასიათებდა.   „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა, მას აკლდა ნამდვილი პლურალიზმი და კრიტიკულ ხმებს მუდმივად ახშობდნენ,“ აღნიშნავს ეუთო. მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვები გაძლიერდა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო კრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო "თავისუფალი, დემოკრატიული და სრულად ასახავდა აზერბაიჯანელი ხალხის ნებას." ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვს კანდიდატს თავის საარჩევნო კამპანიაში მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა დამაჯერებლად არ გაუკრიტიკებია და ამომრჩევლებს ნამდვილი ალტერნატივა არ ჰყავდათ. ოპოზიციური მუსავატის და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის განცხადებით, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხდეს, ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, რადგან არ იყო შეჯიბრი, თავისუფლებები სრულიად შეზღუდული იყო, ხმის მიცემა შიშის, მუქარის და ადმინისტრაციული ტერორის გარემოში ხდებოდა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 335 დამკვირვებლისგან შედგებოდა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო

ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიან პრეზიდენტს აკრიტიკებს. საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა.“ მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც "პატრონების" დავალებებს ასრულებს. „გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. „პატრონებისგან“ - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ მიზეზი, თითქოს, ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება. მან გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მილოცვა. „ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც „ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია.“ „ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს, ვინაიდან ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაქვს, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ როცა, ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, წარმატებები უსურვოს ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან აზიანებს და მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა, თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია, აღასრულებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მოიპოვა.  

ზელენსკი მიუნხენში ალიევს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, მხარეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ლიდერებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში. საუბარი იყო უკრაინული გაზის საწყობების შესაძლო გამოყენებაზე.  

რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში

17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერიa ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. აზერბაიჯანული სააგენტო Azertag-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ოპერატიულად მოაწყონ შეხვედრები სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შესახებ. კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ილჰამ ალიევის განცხადება მოჰყავს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას. ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს. „რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და ამ მიმართულებით სამუშაო უნდა ჩატარდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ სამუშაოს შესრულებაზე. “ - განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საზღვრების დემარკაციაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.  

ერდოღანმა ალიევს მოუწოდა, თავიდან აიცილოს დაძაბულობა სომხეთთან

19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია. „ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება იმედის ახალი წყარო მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში,” - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაო სასწრაფოდ უნდა დასრულდეს  

ალიევის თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას ცვლის

აზერბაიჯანში, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მეათე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე მინისტერიალი გაიმართა. განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდების გეგმები. 23 ქვეყანა შეიკრიბა ბაქოში, რათა ემსჯელათ გაზის მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებზე, რაც განიხილება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტ გზად ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. დღის წესრიგში მთავარი იყო ერთობლივი მიზნების შესწავლა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე და განახლებად ენერგიაზე გადასვლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის. „3 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენი უკვე რეალობაა. ეს ოცნება აღარ არის. ის სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. გვაქვს ახალი ინტერკონექტორები, რაც ბუნებრივი აირის ახალ დანიშნულების პუნქტებში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ეს სრულად ცვლის ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას და ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში. მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს განახლებადი ენერგორესურსების წარმოების კუთხით. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის პოტენციალი 157 გიგავატს შეადგენ, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შეფასებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სვლა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ვაპირებთ, ათი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარმება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი  

ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს”, საფრანგეთი დაადანაშაულა, რომ ის „ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.“ „საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკით, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას. ალიევმა აღნიშნაა, რომ საფრანგეთი „სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. „ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში.   პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერს დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.   „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება  

ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება

  ალიევმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 9 00 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება, იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. „ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან,  ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით.  რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი  სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას,“ -  განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევი: NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას დიდი ხნის ისტორია აქვს

„NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს - 30 წელზე მეტი კარგი პარტნიორობა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „აზერბაიჯანი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ავღანეთში კოალიციის ძალებიდან ბოლო, ვინც დატოვა ეს ქვეყანა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ჩვენი თანამშრომლობის მიმართ,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. „დღეს ჩვენ, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ვართ,“ - განაცხადა ასევე ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება Azertac-ი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ინიციატივა იყო. ჩვენ უკვე გვქონდა კომენტარების გაცვლის შვიდი რაუნდი სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე,“ - აღნიშნა ალიევმა.  

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლა მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“ - ბლინკენი ალიევს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 აპრილს პარიზში ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილი თქვა, როდესაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას 2022 წელს პრაღის შეხვედრის დროს მიღებული განცხადებისა და ალმათის დეკლარაციის მიმართ. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთების მიუხედავად, ინკლუზიურობის ნაკლებობა და 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადება დაძაბულობის ესკალაციას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ნაცვლად ახალი გამყოფი ხაზების შექმნას გამოიწვევს. ალიევმა გაიმეორა აზერბაიჯანის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით იმ სფეროებში, რომლებიც ადრე განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ენერგეტიკისა და კლიმატის კუთხით პრიორიტეტებს. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის მნიშვნელობა, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე გაზრდილ დაძაბულობას გამართლება არ აქვს. ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. „მდივანმა გაიმეორა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მოუწოდა უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას ალიევის ოფისი ავრცელებს. „22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კრემლის ინფორმაციით, „რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.“